ავტომობილის ბრენდირება
10 კვ.მ. - 240 ლარი
მახასიათებელი
მასალა: სტიკერი 135 გრამი პრიალა/გლუვი
სტიკერის ზომა - 100 სმ X 100 სმ
ნაბეჭდი გვერდების რაოდენობა: 1 გვერდი
*სხვა მახასიათებლების შემთხვევაში დააჭირეთ ფასის დათვლის ღილაკს და სასურველი მახასიათებელი მიუთითეთ კომენტარში.
ავტომობილის ბრენდირება (გასტიკერება) გულისხმობს მასზე სპეციალური წებოვანი სტიკერის გადაკვრას, რომელზედაც ძირითად შემთხვევებში დატანილია კომპანიის ლოგო, რეკვიზიტები, სლოგანი, მიღწევები ან მნიშვნელოვანი მესიჯი მომხმარებლების მიმართ.
ავტომობილის ბრენდირებას მიმართავენ ისეთი კომპანიები, რომლებიც პროდუქტს მოსახლეობის ფართო ფენებისათვის აწარმოებენ ან მათ წარმომადგენლებს აქვთ უშუალო შეხება მომხმარებელთან (მაგ. საკურიერო სერვისის განხორციელებისას). ავტომობილის ბრენდირებისას ბეჭდვის გარდა მნიშვნელოვანია სტიკერის სწორად გადაკვრა მანქანის ზედაპირზე. პირველ რიგში ავტომობილი გარეცხილი და სუფთა უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ზედაპირის სიგლუვეს, რომ სტიკერის დაკვრის დროს ჰაერის ბუშტები არ ჩარჩეს. ამ საქმის ხარისხიანად შესრულებას გაწაფული ხელი სჭირდება, შესაბამისად რეკომენდირებულია ეს ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთონ, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ სტიკერის ბეჭდვის მომსახურების განხორციელება.
ფასის დათვლა
შეკვეთა